იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რეჯო-ემილიას პროვინციაში კალაბრიის მაფიასთან კავშირისთვის მსჯავრდებულმა მამაკაცმა ადგილობრივი ფოსტის ხუთი თანამშროელი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
დანით შეიარაღებული მამაკაცი ფოსტის შენობაში ადგილობრივი დროით, დილის 09:00 საათიდან იმყოფება. ფოსტაში შეჭრიდან რამდენიმე საათში ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა ერთ-ერთი მძევალი ქალი, რომელიც შეუძლოდ გახდა. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დარჩენილი ოთხი მძევლის გასათავისუფლებლად.
მამაკაცი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მატეო სალვინისთან ითხოვს შეხვედრას.
როგორც გამოცემა La Stampa წერს, თავდამსხმელი ფრანჩესკო ამატოა, რომელსაც ოქტომბერში კალაბრიული მაფიის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში დაუსწრებლად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
სულ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში განაჩენი 119 ადამიანს გამოუტანეს.