იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - 17 აგვისტოს ტრანსფერები
იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - 17 აგვისტოს ტრანსფერები

დღის TOP6 ტრანსფერი

– დიეგო ლაქსალტიჯენოადან“ „მილანში” გადავიდა. მილანურმა კლუბმა მასში 18 მილიონი გადაიხადა. ურუგვაელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 93-ე ნომერი აიღო.
– სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მილანმა“ მეორე ფეხბურთელიც შეიძინა – სამუელ კასტილიეხო „ვილიარეალიდან“. ამ ფეხბურთელმა შარშან ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. ესპანელი „მილანში“ მეშვიდე ნომრით ითამაშებს.
– საპირისპირო მიმართულებით – „მილანიდან“ „ვილიარეალში“ გადავიდა კარლოს ბაკა. შარშან, კოლუმბიელმა იჯარით სწორედ ამ გუნდში ითამაშა. ასე რომ, ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება. ლა ლიგაში ბაკამ 35 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
– პეპე რეინასთან გამოთხოვების შემდეგ, „ნაპოლი“ მეკარეს ეძებდა და ტრანსფერების ბოლო დღეს, „არსენალიდან“ იჯარით აიყვანა დავიდ ოსპინა. იტალიელებს კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
– სიმონე ძაძა სამშობლოში დაბრუნდა. ფორვარდის შეძენასთან ახლოს იყო „სამპდორია“ და თითქოს ამ გუნდმა მოილაპარაკა „ვალენსიასთან“, მაგრამ თავად ძაძამ „ტორინო“ აირჩია. ტურინელებმა იჯარაში 2 მილიონი გადაიხადეს.
– ვეტერანმა ფორვარდმა ჟერვინიომ დატოვა ჩინეთი და სერია A-ში დაბრუნდა. ის „პარმაში“ გააგრძელებს კარიერას. კოტ’​დივუარელი ამ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 27-ე ნომრით ითამაშებს.

დღის სხვა ტრანსფერები

რაგნარ კლავანი „ლივერპულიდან“ „კალიარიში“ გადავიდა, რომელმაც ესტონელში 2 მილიონი ევრო დახარჯა.
– ჰამზა მენდილმა „ლილი“ „შალკეზე“ გაცვალა. ტრანსფერის თანხაა – 6 მილიონი ევრო.
– „ტულუზა“ გაძლიერდა „სევილიას“ ყოფილი საყრდენით სტეფან მ’ბიათი.
ემილიანო რიგონიმ დატოვა „ზენიტი“ და იჯარით წავიდა „ატალანტაში“.
– „იუვენტუსმა“ შეიძინა „არსენალიდან“ სტეფ მავიდიდი, რომელიც ფორვარდია და კარიერაში ორი გოლი აქვს გატანილი („ჩარლტონის“ რიგებში).
– კოსტარიკელი ხოელ კემპბელი იტალიაში გადავიდა, კერძოდ, დებიუტანტ „ფროსინონეში“.