იტალიაში საქართველოს საელჩო შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
იტალიაში საქართველოს საელჩო შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

იტალიაში საქართველოს საელჩო თანაგრძნობას უცხადებს შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.

„რომში საქართველოს საელჩოს შენობაზე, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

იტალიაში საქართველოს საელჩო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს ავარიის დროს დაშავებულებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში „ფეისბუქზე“.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი