იტალიაში საქართველოს საელჩო 4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
იტალიაში საქართველოს საელჩო 4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იცვლება იტალიის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციები.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს იტალიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვთ შემდეგი მიზეზებით: სამუშაო, ჯანმრთელობა, სწავლა, აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა, სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.

ტურიზმისთვის მოგზაურობა დაუშვებელია.

„ამასთან, 2020 წლის 3 დეკემბრის DPCM-ის თანახმად, იტალიაში შესვლის შესაძლებლობა საქართველოდან დასაშვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული და სტაბილური ემოციური ურთიერთობა (თანაცხოვრების გარეშეც) იტალიის/ ევროკავშირის/შენგენის მოქალაქეებთან ან იმ პირებთან, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ იტალიაში (გრძელვადიანი მაცხოვრებლები) და მიემგზავრებიან პარტნიორთან.

იტალიაში შემოსვლის/დაბრუნებისას აუცილებელია შეავსოთ ავტოდეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოთ შესვლის/დაბრუნების მიზეზი. ავტოდეკლარაცია უნდა წარუდგინოთ საზღვრის კვეთისას შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირებს. სასურველია, მზად იყოთ აჩვენოთ ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტაცია და უპასუხოთ პერსონალის ნებისმიერ კითხვას, რომელიც ხელმძღვანელობს კონტროლის პროცედურას.

ასევე, აუცილებელია თვითიზოლაციის გავლა და ჯანმრთელობის დაცვა 14 დღის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებ-გვერდის სექციას „ხშირად დასმული კითხვები“.

ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა მოგიხდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ მათ და მხედველობაში მიიღოთ მათ მიერ დადგენილი რეგულაციები.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, იტალიაში გამგზავრებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.