იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით  დააკავეს

იტალიაში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივის მედია წერს, 37 წლის მამაკაცმა ქალაქ ბერგამოში ტექნიკის მაღაზიიდან ათასი ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები მოიპარა. მისი დაფიქსირება სათვალთვალო კამერებით შეძლეს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, ის უკანონოდ იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე და ქურდობაში ადრეც იყო შემჩნეული.

სასამართლომ საქართვლოს მოქალაქეს კარტრიჯების მოპარვის გარდა ბრალი რამდენიმე ბინისა და მაღაზიის გაქურდვისთვის წაუყენა. ის 4 თვეს და 6 თვეს  ბერგამოს ციხეში გაატარებს.