იტალიაში საქართველოს მოქალაქე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს

მილანში საქართველოს მოქალაქე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 29 წლის მამაკაცი ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე გამვლელებს იარაღით ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, მამაკაცი გაიქცა.

დევნის შედეგ კარაბინერბმა მისი დაკავება შეძლეს. დაპატიმრების დროს მამაკაცმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ჩხრეკის დროს მას კიდევ ერთი პისტოლეტი აღმოაჩნდა. ორივე იარაღი 2015 წელს იყო მოპარული.

მამაკაცი ამჟამად ციხეშია გადაყვანილი. მას იარაღის უკანონო ტარება, ქურდობა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.