იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მილანში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა სტუდენტი იყო და იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი გოგონა.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი იტალიაში ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ გაირკვევა.