იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, 61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ქვედა პალატის დეპუტატების არჩევის უფლება 18 წელს ზემოთ ასაკის, 46.6 მილიონ მოქალაქეს აქვს. ხოლო სენატორებს, 25 წელს მიღწეული მოქალაქეები ირჩევენ.

მათი რიცხვი 42 მილიონს შეადგენს. არჩევნებში 11 პარტია და 2 კოალიცია მონაწილეობს. მათ შორის 4 პარტიისგან შემდგარი ბერლუსკონის კონსერვატიული ბლოკი. ოთხივეს ჯამში ხმების 40 პროცენტამდე მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

ბერლუსკონის ალიანსში ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ და ნაციონალისტური „იტალიის ძმები“ შედიან. ცალკეულ პარტიებს შორის კი წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტ ხმებს მოძრაობა“ხუთ ვარსკვლავი“ მიიღებს.

საკანონმდებლო ორგანოს გარდა, ლაციოსა და ჩრდილოეთ ლომბარდიის მაცხოვრებლები საოლქო საბჭოსა და რეგიონალურ პრეზიდენტებსაც ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე დაიხურება და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყება.

პირველ რიგში დაითვლიან სენატის მონაცემებს. პირველადი შედეგები ორშაბათს, გამთენიისთვის გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები კი დღეს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი