იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს
იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს, ასევე არჩევნები ტარდება შვიდი რეგიონის მასშტაბით. იტალიის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პარლამენტის ორივე პალატაში დეპუტატების რაოდენობის შემცირება.

პარტია „ხუთი  ვარსკვლავის მოძრაობის“ ინიციატივა პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატების რაოდენობის 630-დან 400-მდე, ზედა პალატაში კი 315-დან 200-მდე შემცირებას ითვალისწინებს. “როიტერის“ ინფორმაციით, რეფერენდუმი სავარაუდოდ შედგება, მაგრამ ჩავარდნის შემთხვევაში, ეს „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მარცხი იქნება.

საარჩევნო უბნებზე ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება სავალდებულოა. ინიციატორების თქმით, დეპუტატების რაოდენობის შემცირება ფულს დაზოგავს და საპარლამენტო პროცესებს გაამარტივებს. ოპონენტების თქმით, დანაზოგი მინიმალური იქნება და შემცირებები კომიტეტის მუშაობას შეუშლის ხელს. რეგიონალური არჩევნები ჩატარდა ტოსკანაში, აპულიაში, ლიგურიაში, მარკეში, ვენეტოში, კამპანიასა და ვალე დ’აოსტაში, რაც იტალიის 51,56 მილიონი ამომრჩევლის 36 პროცენტს შეადგენს.