იტალიაში საქართველოს მოქალაქე საფულის ქურდობის გამო დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე საფულის ქურდობის გამო დააკავეს

პიზაში პოლიციამ საფულის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, 30 წლის პ.ბ.-მ პიზის ერთ-ერთ ბარში მყოფ ჯარისკაცს საფულე მოპარა. მოგვიანებით ის ბარის მეპატრონემ და საფულის მფლობელმა დააკავეს. ამის შემდეგ ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

დამნაშავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და განაცხადა, რომ ტურისტია. დაპატიმრებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და ის გაათავისუფლეს.