საქართველოს მოქალაქე იტალიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს მოქალაქე იტალიაში  ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობირვი მედიის ცნობით, ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.

პოლიციამ  შეტყობინება მიიღო, რომ უცნობმა პირმა 74 წლის ქალს ჩანთა მოპარა. მის შეჩერებას მოქალაქეები შეეცადნენ. დევნის დროს, ქურდობაში ბრალდებულმა რამდენიმე გამვლელი წააქცია. მათ შორის ერთ-ერთმა, თავის არეში დაზიანება მიიღო.

პოლიციამ ქურდის დაკავება მოახერხა. გამოძიების ცნობით, ის 39 წლის საქართველო მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ჩხრეკის დროს მოპარული ჩანთა და ბინის საკეტების გასატეხად განკუთვნილი ხელსაწყო აღმოუჩინეს. დაკავებული სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.