იტალიაში პოლიციელის მკვლელობის გამო, ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

09:56, 06.05.2021

იტალიელი პოლიციელის მკვლელობის გამო, ორ ამერიკელ ტურისტს რომის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ტურისტებმა დანაშაული ორი წლის წინ ჩაიდინეს.

მათ ბრალი წარედგინათ მკვლელობის, ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისა და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მსჯავრდებულთა ადვოკატების განცხადებით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

მსგავსი