იტალიაში პირადობის მოწმობაში ტერმინები „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ „დედამ“ და „მამამ“ შეცვალა
იტალიაში პირადობის მოწმობაში ტერმინები „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ „დედამ“ და „მამამ“ შეცვალა

იტალიის ელექტრონული პირადობის მოწმობის ფორმაში ტერმინები „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ „დედამ“ და „მამამ“ შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ მიიღო.

კათოლიკურ გამოცემა La Nuova Bussola Quotidiana-სთან ინტერვიუში, სალვინიმ თქვა, რომ იტალიის ხელისუფლება ბუნებრივ ოჯახს დაიცავს, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზეა დაფუძნებული. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყანაში სუროგატი დედობის ლეგალიზაციას და ერთსქესიანი წყვილებისთვის ბაშვის შვილებას ეწინააღმდეგება.