იტალიაში მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ოფიციალური კონსულტაციები იწყება
იტალიაში მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ოფიციალური კონსულტაციები იწყება

იტალიაში მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ოფიციალური კონსულტაციები იწყება.

როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, დღეს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ჯერ სენატის სპიკერს შეხვდება, შემდეგ კი პარლამენტში არსებული ყველა პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ოფიციალურ კონსულტაციებს წინ უძღოდა არაფორმალური მოლაპარაკებები იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ერთი თვის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.

საპარლამენტო არჩევნებში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ცალკეულ პარტიებს შორის პოპულისტურმა მოძრაობამ „ხუთმა ვარსკვლავმა“ დააგროვა. თუმცა, პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა კონსერვატიულმა კოალიციამ მიიღო. კოალიციაში სილვიო ბერლუსკონის პარტია Forza Italia-თან ერთად, ასევე ულტრამემერჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ და „იტალიის საძმო“ შედის.

მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ კონსულტაციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ სილვიო ბერლუსკონის კოალიციაში შესვლაზე უარი განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენის უფლება „ხუთ ვარსკვლავსა“ და „ჩრდილოეთის ლიგას“ აქვს, თუმცა პარტიებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას.