იტალიაში მოქალაქეებმა რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
იტალიაში მოქალაქეებმა რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

იტალიაში, პოპოლოს მოედანზე ათასობით მოქალაქემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გააპროტესტა.

სიენენის“ ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ერთი მეტრის დაშორებით იდგნენ, ეკეთათ პირბადეები და სახის ფარები.

პიაცაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას რვაწუთიანი დუმილი მიუძღვნეს. გამოძიების მიხედვით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი სწორედ რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი.

ამასთან, „სიენენის“ ცნობით, აქციაზე ასევე ამოიკითხეს ყველა იმ აფროამერიკელის სახელი და გვარი, რომლიც აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალადობას შეეწირა.