იტალიაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრებმა „დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს
იტალიაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრებმა „დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს

იტალიაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ რიგითმა წევრებმა „დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, წარსულში ოპონენტ პარტიასთან მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებას მოძრაობის წევრების 79 პროცენტი მიემხრო. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ონლაინ პლატფორმაზე ხმის მიცემაში მონაწილეობა მოძრაობის 79 ათასმა წევრმა მიიღო.

ამ შედეგების საფუძველზე პრემიერ-მინისტრ ჟუზეპე კონტეს უახლოეს მომავალში პრეზიდენტისთვის მინისტრთა ახალი კაბინეტის სიის წარდგენა შეეძლება, რის შემდეგაც სიას პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი. სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებით იტალია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს თავიდან აირიდებს.