იტალიაში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს

13:15, 20.03.2018

იტალიელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია აპულიას ოლქში ჩატარდა.

დაკავებულთა შორის ძირითადად, მაფიოზური ორგანიზაცია „საკრა კორონა უნიტას“ წევრები არიან.

ჩხრეკის ოპერაციისას სამართალდამცვლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ადამიანების გატაცებაში.

მსგავსი