იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი აიყვანეს
იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი აიყვანეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა „კოზა ნოსტრასთან“ მოკავშირე ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი დააკავეს.

კრიმინალური დაჯგუფება „ბარსელონელთა ოჯახი“ ქალაქ მესინის გარეუბნებში მოქმედებდა.

დაჯგუფებას გამოძალვაში, თაღლითობაში, ძარცვაში, იარაღის უკანონო ფლობაში, მუქარებსა და ძალადობაში ედებათ ბრალი .

მიმდინარე კვირაში „კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეს რიგით მესამე ფართომასშტაბიანი ოპერაციაა.

ორშაბათს პოლიციამ აგრიჯენტოს პროვინციაში 50 -მდე ადამიანი დააკავა. მათ შორის სან-ბიაჯო-პლატანის მერი.

სამშაბათს კი სამართალდამცველებმა დაჯგუფება „კამორას“ 45 წევრი აიყვანა.