იტალიაში კოვიდინფიცირების 10 874 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კოვიდინფიცირების 10 874 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფცირების 10 874 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 89 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ეპიდემიით გარდაცვლილთა რიცხვი 36 705-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი სულ 434 449 ადამიანს დაუდგინდა.

ამჟამად კომენდანტის საათი ქვეყნის ორ რეგიონში კამპანიასა და ლომბარდიაში მოქმედებს.