იტალიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

იტალიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ ლაბორატორიულად 19 040 ადამიანს დაუდასტურდა და ვირუსით 505 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის 2 009 317 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 900 ადამიანი.