იტალიაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

იტალიაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 32 961 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-რამეში იტალიაში 623 პაციენტი გადდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 028 424 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 42 953 პაციენტი გარდაიცვალა.