იტალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

21:40, 24.10.2020

იტალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 19 644 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 151 გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით 500 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 37 000-ს სცდება.

მსგავსი