იტალიაში „კოვიდ-19“-ის 9 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 9 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 358 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 27 329 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3 593 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 114 612 ადამიანი.