იტალიაში „კოვიდ-19“-ის 7 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 7 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 258 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის ორი მილიონი 700 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 93 835 ადამიანი.

ლეტალური შემთხვევები კუთხით იტალია მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.