იტალიაში „კოვიდ-19“-ის 5 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 5 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 218 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 9 925 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ-19 ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 125 028 ადამიანი.