იტალიაში „კოვიდ-19“-ის 4 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 125 ინფიცირებული

20:49, 22.05.2021

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 125 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 9 488 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 125 153 ინფიცირებული.

მსგავსი