იტალიაში „კოვიდ-19“-ის 19 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 19 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში „კოვიდ-19“-ის 19 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 91 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო 12 დღის განმავლობაში იტალიაში ინტენსიური თერაპიის პალატებში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა გაორმაგდა და 1 049-ს აღწევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 465 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 37 000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი