იტალიაში „კოვიდ-19“-ის 17 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 344 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 17 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 344 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 344 პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 27 654 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 113 923 ადამიანი.