იტალიაში კორონავირუსს 120 ექიმი ემსხვერპლა
იტალიაში კორონავირუსს 120 ექიმი ემსხვერპლა

იტალიაში კორონავირუსს 120 ექიმი ემსხვერპლა.

აღნიშნულ მონაცემებს და გარდაცვლილთა სიას იტალიის მედიკოსთა ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს.

ორგანიზაციის პრეზიდენტის, ფილიპო ანელის განცხადებით, ინფიცირებულ მედიკოსების რიცხვი კიდევ უფრო მასშტაბურია.

„ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩვენი ექიმები, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შიშველი ხელებით ერთვებოდნენ. ეს უთანასწორო ბრძოლაა, რომელიც ზიანს გვაყენებს ჩვენ, მოქალაქეებს მთელ ქვეყანაში“, – აღნიშნა ფილიპო ანელმა.

იტალიაში კორონავირუსის პანდემიას ბოლო მონაცემებით, 21 067 ადამიანი ემსხვერპლა, 162 500 კი ინფიცირებულია.

ინფიცირებულთა 10 პროცენტს სწორედ მედიკოსები შეადგენენ.