იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფიცირებულების რაოდენობა 15 ათასზე მეტია, მაშინ როდესაც ერთი დღის წინ არსებული მაჩვენებელი 12 462-ს შეადგენდა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ იტალიაში, ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარებაა. სწორედ ამიტომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. ამასთან ერთად, დროებით არ მუშაობენ რესტორნები და ბარები.