იტალიაში კორონავირუსით 150-ზე მეტი მედიკოსი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით 150-ზე მეტი მედიკოსი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით 150-ზე მეტი მედიკოსი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ექიმების ეროვნულ ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 151 ექიმი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს იმ მედიკოსებსაც, რომლებიც პენსიაზე იყვნენ გასული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურს დაუბრუნდნენ.

იტალიაში კორონავირუსი სულ 199 414 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის 26 977 გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 333 ადამიანი გარდაიცვალა.