იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, რეგულაციები მკაცრდება
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, რეგულაციები მკაცრდება

იტალიაში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“ 11 705 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეგულაციები მკაცრდება. იტალიის ქალაქების მერებს შესაძლებლობა ექნებათ, 21:00 საათის შემდეგ საჯარო სივრცეები დახურონ.

იტალია ევროპის მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან ყველაზე მეტად არის დაზარალებული, სადაც დღემდე 414 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 36 500-ზე მეტი გარდაცვლილით, იტალია ბრიტანეთის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ახალი რეგულაციებით, იტალიაში აღარ ჩატარდება კონფერენციები და ადგილობრივი ფესტივალები, ჩერდება შემთხვევითი კონტაქტის სპორტის სახეობების შეჯიბრები. სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები ახალ პროტოკოლთან შვიდ დღეში უნდა ადაპტირდნენ. ბარებსა და რესტორნებში იკრძალება ექვს ადამიანზე მეტის შეკრება ჯგუფურად.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ზომების გამკაცრება სრული ჩაკეტვის თავიდან ასარიდებლად ხდება. კონტეს თქმით, ყველაზე ეფექტიანი ზომა ნიღაბი, დისტანცია და ხელების ჰიგიენაა.