იტალიაში კორონავირუსის გამო ციხეში ამბოხი მოხდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის გამო ციხეში ამბოხი მოხდა. არეულობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მოდენას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა.
„ბიბისის“ ცნობით, პატიმრების უკმაყოფილება კორონავირუსის გამო გამკაცრებულმა წესებმა გამოიწვია. ახალი რეგულაციებით, ვირუსის ციხეებში გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, პატიმრებთან მნახველების მიღება დროებით შეწყდა.
გავრცელებული ცნობით, არეულობა კვირას დაიწყო. 60-მა პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა სცადა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ 500 პატიმრის გაქცევა აღკვეთეს.
გამოცემა „კორიერა დე ლა სერას“ ცნობით, ამბოხებულების ნაწილმა მეტადონისა და სხვა წამლების საწყობში შეღწევა მოახერხეს.
მომხდარს პოლიცია იძიებს.