იტალიაში კორონავირუსის 8 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 298 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 8 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 298 პაციენტი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19″-ს 298 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

21 თებერვალს კოვიდ აფეთქების შემდეგ, იტალიაში 71 925 ადამიანი დაიღუპა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი, მსოფლიოში კი მეხუთე მაჩვენებელია. მცირედი კლებაა ინფიცირების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 8 913 ადამიანს დაუდასტურდა.

იტალიაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ის 2 047 696 შემთხვევაა გამოვლენილი. იტალია გახდა მსოფლიოს მერვე ქვეყანა, სადაც ინფიცირების შემთხვევებმა ორ მილიონს გადააჭარბა.