იტალიაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 316 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 316 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 316 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 8 864 ახალი შემთხვევა, რაც გასული ორშაბათის მონაცემებთან შედარებით, ათასი შემთხვევით ნაკლებია.

იტალია 26 აპრილიდან გადაადგილებასა და ბიზნესზე დაწესებული შემზღუდველი ზომების შემსუბუქებას გეგმავს, რომელიც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით წლის დასაწყისიდან მოქმედებს.