იტალიაში კორონავირუსის 34 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 753 პაციენტი

22:18, 18.11.2020

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსს 753 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 34 282 ახალი შემთხვევა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 17 რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტთა ოდენობა 30%-ს აღემატება. ვითარების გამწვავების გამო, წითელ ზონად იგეგმება აბრუცოს რეგიონის გამოცხადება.

ლეტალურობის მასშტაბით, იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, აქ ყოველ 100 ინფიცირებულზე ოთხი გარდაცვლილი მოდის.

მსგავსი