იტალიაში კორონავირუსის 27 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22:07, 16.11.2020

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 354 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 504 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კვლავ ქვეყნის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონშია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 1 178 529 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 45 229 ადამიანი.

მსგავსი