იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 25 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 365 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა გარდიანის ინფორმაციით ,კვირის დასაწყისში იტალიაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა როგორც წესი დაბალია , რადგან უქმეებზე ქვეყანაში გაცილებით ნაკლები ტესტი ტარდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 960 373 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 750 ადამიანი.