იტალიაში კორონავირუსის 22 930 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 22 930 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 630 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსის 22 930 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით ხუთი ათასით ნაკლებია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“ ის 1 408 868 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 50 453 ადამიანი.