იტალიაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 339 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 339 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 339 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 339 635 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის ორ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 98 974 ადამიანი.