იტალიაში კორონავირუსის 22 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 332 პაციენტი გარდაიცვალა

01:05, 11.03.2021

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 332 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად 361 040 ტესტი ჩატარდა.

იტალიაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-მა 100 811 ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანა ლეტალური შემთხვევების კუთხით, ევროპაში მეორე ადგილზეა.

მსგავსი