იტალიაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 347 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 347 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 347 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 358 884 ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 19 763 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 98 635 ადამიანი.