იტალიაში კორონავირუსის 19 037 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 19 037 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 037 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 459 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 152 334 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2.2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსმა 71 359 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას 2 584 ადამიანი გადის.