იტალიაში კორონავირუსის 17 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 487 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 17 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 487 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 487 ადამიანი ემსხვერპლა. „გარდიანის“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კი 17 221-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ეპიდემიას 112 861 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, ვირუსი 3.71 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული.