იტალიაში კორონავირუსის 16 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 553 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 16 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 553 პაციენტი

იტალიაში „კოვიდ-19“-ის 16 308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 553 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში გამოვლენილია ინფიცირების 1,94 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 68 447 პაციენტი გარდაიცვალა.