იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 136 ადამიანი გარდაიცვალა

19:44, 22.10.2020

იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 136 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 36 968 ადამიანი გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია ვირუსის 465 726 შემთხვევა.

ბოლო რამდენიმე კვირაში იტალიაში ვირუსის შემთხვევბის რაოდენობა სრაფად იზრდება, რის გამოც ლობარდიისა და კამპანიის რეგიონში კომენდანტის საათი ხელახლა შემოიღეს.

მსგავსი