იტალიაში კორონავირუსის 13 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 ინფიცირებული გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 13 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 ინფიცირებული გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად 250 986 ტესტი ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 17 804-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსმა 95 718 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ მეორე, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში ჯამში ვირუსით ინფიცირების 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.