იტალიაში კორონავირუსის 12 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 417 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 12 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 417 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 417 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება 156 692 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის იტალიის მასშტაბით, 29 163 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს, მათგან 3 679 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 108 350 ადამიანი.