იტალიაში კორონავირუსის 12 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 499 პაციენტი

21:24, 09.12.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 499 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 12 756 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ კი ქვეყნის მასშტაბით, აღრიცხულია 1.77 მილიონამდე ინფიცირებული. აქედან ვირუსს ემსხვერპლა 61 739 პაციენტი.

მსგავსი