იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 369 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 369 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 369 პაციენტი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო„როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტირება 294 411 ადამიანს ჩაუტარდა.

იტალიაში კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 18 274-ს შეადგენს, მათგან 2 043  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსით ინფიცირების 2.75 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 94 540 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, იტალია მსოფლიოში მეშვიდე, ევროპაში კი ბრიტანეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.